თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუზეუმს ესტუმრნენ 
27-02-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლის X და  XI კლასის მოსწავლეებმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებელ ნატა თეთვაძესთან ერთად, მოინახულეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმი.

მუზეუმში მოსწავლეები გაეცნენ ოკუპაციასთან დაკავშირებულ ფოტო და წერილობით მასალებს. დააფიქსირეს საკუთარი აზრი არსებულ მოვლენასთან დაკავშირებით. იმსჯელეს და გამოთქვეს მოსაზრებები საქართველოს მძიმე წარსულის შესახებ. აღნიშნეს, რომ ახლგაზრდობა სამშობლოს დასაცავად როგორც წარსულში ისე აწმყოში და მომავალში სამშობლოს, თავისუფლების დასაცავად მზად უნდა იყვნენ.

„1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. 1921 წლის ოკუპაციას, წინ უძღოდა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება. საომარი ოპერაციები საქართველოსა და რუსეთს შორის დაიწყო. 25 თებერვალს დედაქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ. დღევანდელ თავისუფლების მოედანზე. თავგანწირვით იბრძოდნენ გენერლები, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, სამხედრო სასწავლებლის იუნკერები, დედაქალაქის სტუდენტობა, პედაგოგები...ფრონტზე სრულიად ქართველი ხალხი იბრძოდა პატრიოტული, დაუზოგავი თავგანწირვით.

1921 წლის თებერვალში უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტი დაიღუპა ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის ვინაობა მივიწყებულია. თუმცა, რამდენიმეს სახელი და გვარი იმდროინდელმა პრესის ფურცლებმა შემოგვინახეს - მარო მაყაშვილი, ნიკოლოზ (კოლია) კალანდარიშვილი, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე, კონსტანტინე (კოტე) კვიცარიძე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფას ემსხვერპლნენ. 26 თებერვალს, საქართველოს გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის გამზირზე უზარმაზარი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. დაიწყო  საქართველოს ოკუპაციის 70-წლიანი ისტორია. თუმცა, ქართველმა ხალხმა მაინც შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203