„მოვიარე საქართველო“ - შთამბეჭდავი პროექტი ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 
27-02-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი პროექტი ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია სასკოლო პროექტი - „მოვიარე საქართველო".

პროექტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ გამოცხადებული კვირეულის ფარგლებში, 16 თებერვალს განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი მიზნად ისახავდა: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

აქტიური მონაწილეობა მიიღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა, მათ წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე, მისი ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, ფოლკლორი, სამზარეულო და ა.შ.

პროექტს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე - მაკა ხინთიბიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203