თბილისის N108 საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
27-02-2023

თბილისის N108 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს ასევე აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

მათ აღნიშნული მედლები და სიგელები სკოლის დირექტორმა - მაია მღვდელაძემ გადასცა.

შეგახსენებთ, რომ  ოქროს მედალს მიიღებს მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის ქულა არის 10 - დამრგვალების გარეშე.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203