თბილისის N108 საჯარო სკოლაში მათემატიკის კვირეული ჩატარდა
27-02-2023
თბილისის N108 საჯარო სკოლაში მათემატიკის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამიტომ საგნის პოპულარიზაციის მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რომლებიც მოსწავლეთა ცოდნისა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
სკოლაში, მათემატიკის კათედრის ორგანიზებით, მათემატიკის კვირეული ჩატარდა. კვირეულში მთელი სასკოლო საზოგადოება ჩაერთო.
კვირეულის ფარგლებში სკოლის ფოიეში განხორციელდა სხვადასხვა მათემატიკური აქტივობა, როგორიცაა რუბიკის კუბის და ფაზლის აწყობა; ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა, კონკურსი - „ყველაზე ჭკვიანი“; მე-8 კლასებს შორის - მოეწყო თამაში - „განძის პოვნა“ და სხვა. მოსწავლეებმა ასევე შექმენეს კედლის გაზეთები, ვიდეორგოლები, პრეზენტაციები და ა.შ.
კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს