ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დროშა დაუშევეს და იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისტორიის პედაგოგმა - ლიანა რუსია ბავშვებს ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა, გაიხსენა 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები და დღევანდელობასთან ისტორიული პარალელები გაავლო.
მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები გამოფინეს, შემდეგ სახელმწიფო დროშა დაუშვეს და სამშობლოსთვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს