„ჩემი თვალით დანახული ზამთარი“ - ორგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების კონკურსი მოეწყო
27-02-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ. 

მათ შორის, 24 თებერვალს, სკოლაში  თემაზე - „ჩემი თვალით დანახული ზამთარი“ მოსწავლეთა ნამუშევრების კონკურსი მოეწყო.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ ხელოვნების ახალბედა პედაგოგი გვანცა წყარუაშვილი.

მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთვნენ აქტივობაში და შთამბეჭდავი ნახატები შექმნეს.

ხელოვნების პედაგოგმა ნახატები კლასების (I-V და VI-IX კლასი) მიხედვით გამოფინა. კონკურსის დაწყებამდე მან გააცნო მოსწავლეებს ხმის მიცემის წესი. ბოლოს ხმები დაითვალეს და გამოავლინეს გამარჯვებული მოსწავლეები.

კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები და პრიზები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203