„კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია“ - ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლაში სწავლაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ. ისინი მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში“ საინტერესო პროექტი წარმოადგინეს. პროექტის პრეზენტაციის თემა - „კულტურული ძეგლების პოპულარიზაცია“, კერძოდ, „ნაჯახავოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის“ ისტორია იყო.
მოსწავლეებმა(ხელმძღვანელი - ხელოვნების მასწავლებელი მცინარა გოგიავა) აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ბუკლეტები დაამზადეს, რომლებიც აუდიტორიის წინაშე წარადგინეს. მათ ასევე ჩაწერეს ინტერვიუები, დაამზადეს პლაკატები, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
მსგავსი პროექტები და აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: