„ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ტურცხის საჯარო სკოლაში
24-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში, სოციალურ თემებსა და აქტუალურ პრობლემებზე საუბარს, დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, მე-10 კლასში, ქართული, როგორც მეორე ენის ღია გაკვეთილი საინტერესო თემას - ქალთა უფლებების და გენდერულ თანასწორობის მხრივ არსებულ გამოწვევებს, შეეხო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ითვალისწინებდა თემის ირგვლივ დისკუსიის გამართვას, ხოლო მდგრადი განვითარების მიზნებიდან, გაკვეთილი მოიაზრებდა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა მიმოიხილეს ძველი ბერძნების, სპარტელების, ეგვიპტელების, სკანდინავიელების, რუსების, სომხებისა და ქართველი ქალების ყოფა, მათი უფლებები და თავისუფლებები.

იმსჯელეს ქალთა დღევანდელ ცხოვრებაზე და მოიყვანეს სხვადასხვა საინტერესო მაგალითი სოფელში გავრცელებულ და დღემდე შემორჩენილ ადათ-წესებზე და ქალებთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ წარმოდგენებზე.

გაკვეთილს ესწრებოდნენ, სკოლის ხარისხის განვითარების ჯგუფის წევრი, მასწავლებლები.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203