ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ონლაინ პლატფორმა შექმნეს
24-02-2023
ტყიბულის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სწავლისადმი დიდ ინტერეს ავლენენ. ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში მონდომებით ერთვებიან და წარმატებასაც აღწევენ.

ამჯერად, სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები: თემო სუთიძე, მარიამ რიჟამაძე და ნათია არაბიძე წარმატებით მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროექტ „იდეების მარათონში“.

მოსწავლეებმა ონლაინ პლატფორმა შექმნეს, რომელიც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დასაქმებულსა და დაუსაქმებელს შესაძლებლობების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობით მოსწავლეები შემოქმედებით უნარებს ავლენენ და მოტივაცია უმაღლდებათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203