ანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყო
24-02-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანის საჯარო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბი „ერუდიტი“, არაერთ პროექტში ერთვება და საინტერესო ღონისძებებს ახორციელებს.
მათ შორის აღსანიშნავია, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ინიციატივამ, სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი ახალციხის და დაბა ადიგენის საჯარო სკოლები გააერთიანა.
მოსწავლეებმა დაამზადეს საახალწლო აქსესუარები, გამოაცხვეს ორცხობილები და თავად მონაწილეობდნენ რეალიზაციის პროცესში, რომელიც ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო გამოენა - გაყიდვაზე მოხდა.
შემოსული თანხა სრულად გადაერიცხა ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდას, რომელიც მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადის.
სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი მადლობას უხდის ანის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა თელიაშვილს და პროგრამის პარტნიორ ახალციხის და დაბა ადიგენის საჯარო სკოლებს. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიას და კომპანია შპს „აი ემ ეი ჯის“, თანამშრომლობისთვის.
საქველმოქმედო ღონისძიება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს