ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში მორიგი ქართული ფილმის ჩვენება მოეწყო
24-02-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში ქართული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციის გზით, მოსწავლეთა კინოხელოვნებით დაინტერესებას მათი ინტელექტის დონისა და კრიტიკული აზროვნების ამაღლებას ცდილობენ.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში კვირაში ერთხელ ქართული ფილმის ჩვენება ეწყობა.
ამჯერად, მოსწავლეებმა მხატვრულ ფილმს - „უდიპლომო სასიძოს“ უყურეს. მათ მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოს მათ 15 ასეთი ფილმი ექნებათ ნანახი.