„1921 წელი, 25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაცია“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება საინტერესოდ შეაჯამეს
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და პრეზენტაციები ტარდება.ამჯერად, 24 თებერვალს მე-9
ბ კლასში ქართული ენასა და ლიტერატურაში (დამრიგებელი ლელა მანდარია, პედაგოგი დარეჯან ლაჭყეპიანი) თემაზე - „1921 წელი 25 თებერვალი - საქართველოს ოკუპაცია“ კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეები კოლაუ ნადირაძის ლექსის მიხედვით, საქართველოს გასაბჭოების ფაქტებს გაეცნენ.
მეცხრეკლასელებმა საკითხზე - თუ როგორ აისახა ისტორიული სინამდვილე ლექსში პრეზენტაცია მოამზადეს. საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა პრეზენტაცია ვიზუალური მასალით გააფორმეს. მათ ასევე სხვადასხვა საინტერესო აქტივობით წარმოადგინეს ტექსტის მთავარი სათქმელი - საკუთარი ემოციები, გრძნობები და განცდები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: