თბილისის N29 სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე და სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლები საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
24-02-2023

თბილისის N29 საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე ნინი მონასელიძე, სამოქალაქო კლუბის წევრები - ლუკა კახიძე და ნიკო რიკაძე, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. 

პროგრამის მორიგი სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო კლუბებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების განხორციელებულ აქტივობებებს მიეძღვნა. შეხვედა 18 თებერვალს, დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთამენთს გაუზიარეს გამოცდილება, გააცნეს ჩატარებული პროექტები და მათი შედეგები.

ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა მცირე პრაქტიკულ სამუშაოებს. სხვადასხვა სკოლის კლუბის ლიდერებმა და თვითმმართველებმა ადგილზევე იმუშავეს აქტუალური პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზებზე.

თბილისის N29 საჯარო სკოლიდან თვითმმართველების გუნდს წარმოადგენდა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ნინი მონასელიძე, სამოქალაქო კლუბის გუნდს კი - ლუკა კახიძე და ნიკო რიკაძე.

სკოლაში სკოლის თვითმმართველობასა და სამოქალაქო კლუბს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203