ჩაქვის N1 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის 4 წარჩინებულ კურსდამთავრებულს მედლები გადაეცა
24-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის 2020/2021 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - გიგა გორჯელაძე, ანა კეკელიძე, ნინო ჭეიშვილი და ანა დუმბაძე კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ კურსდამთავრებულები სკოლაში მიიწვია და ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა.
ოთხივე მედალოსანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მეორე კურსის წარმატებული სტუდენტია.
სკოლის ადმინისტრაცია კურსდამთავრებულებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
„სკოლის ადმინისტრაცია სკოლის პედაგოგებთან ერთად ულოცავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებულ ამ მაღალ ჯილდოს და კვლავ წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს