დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კითხვის პოპულარიზაციას ეწევიან
24-02-2023
დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეების წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვებს ლიტერატურისადმი სიყვარულს ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ.
სკოლაში წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები ეწყობა. ამჯერად, სკოლაში წიგნის საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეები გაერთიანდნენ ლოზუნგის - „წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“ და წიგნები ხმამაღლა წაიკითხეს. მათ ასევე კედლის გაზეთი შექმნეს - შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს. ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წიგნიერების დონის გაზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.