„მელია და ყურძენი“- საროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დიორამა შექმნეს
24-02-2023
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.

ამ მიზნით, დაწყებით კლასში საინტერესო აქტივობა განხორციელდა, მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და ხალისიანი განწყობით იმუშავეს დიორამაზე, რომლის თემასაც - „მელია და ყურძენი“, წარმოადგენდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებისთვის ყოველთვის სახალისო და საინტერესოა, სკოლაში კი გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგებიც მოერგონ მათ ინტერესებს და საინტერესო სასწავლო პროცესი წარმართონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203