ტრაგიკულად დაღუპული პედაგოგის ხსოვნას მესტიის N2 სკოლაში პატივი მიაგეს
24-02-2023
მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციამ და მოსწავლე-მასწავლებლებმა ტრაგიკულად დაღუპულ პედაგოგს, 43 წლის გელა ლიპარტელიანს, პატივი მიაგეს.

პედაგოგი მეწყერმა იმსხვერპლა. ის  ჩქუმის, ზუბის და ისუნდერის საჯარო სკოლებში ასწავლიდა, თუმცა კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით, სხვა სკოლებშიც სახელგანთქმული და დაფასებული იყო.

სწორედ ამიტომ, 23 თებერვალს, დირექტორის მოადგილის - ნაზიბროლა გულბანის, ინიციატივით სასკოლო საზოგადოებამ, პედაგოგის - გელა ლიპარტელიანის ხსოვნას სანთლებით ხელში პატივი მიაგო.

„მასწავლებელი - მარადისობა“,- ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ციალა გულედანმა ასე წარუდგინა მოსწავლეებს გელა მასწავლებელი.

„საქართველოს გმირთა საპატიო კოჰორტას შეემატა კიდევ ერთი ახალგაზრდა სიცოცხლე. მასწავლებელი, რომელსაც მასსავით პატრიოტი და საქმისათვის თავდადებული თაობები უნდა აღეზარდა. საუკუნო იყოს ხსენება მისი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203