კირიონ II-ის სახელობის ქობულეთის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VI კლასის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა გაიმართა
24-02-2023

ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი მოწოდებულია მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცეს. ამ მიზნით საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი, მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობს. 

ამის, მაგალითია ვიქტორინა, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების წარმოჩნა-განვითარებას და მათი ცოდნის ამაღლებას ემსახურებოდა. 

ამჯერად, ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VI კლასის მოსწავლეებს შორის ვიქტორინის III ტური გაიმართა.

როგორც საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში გვიყვებიან, მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს მარკ ტვენის „უფლისწული და მათხოვარი“.

ვიქტორინის ეს ტური განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. გუნდის წევრებმა ინდივიდუალურად დაწერეს ნაწარმოების მიხედვით შედგენილი დახურული ტესტი. ჯგუფის საშუალო ქულათა მიხედვით გამოვლინდა ამ ტურის გამარჯვებული. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„საუნჯე“ - 4 ქულა;
„ჭკვიანი ვარსკვლავები“ - 3 ქულა;
„კაბადონი“ - 2 ქულა;
„ნორჩი მწიგნობარი“- 1 ქულა.

ტესტში უმაღლესი ქულები დაიმსახურეს მოსწავლეებმა: დემეტრე ჯინჭარაძე (32 ქულა), ელენე რომანაძე (31 ქულა), ოთარ ზოიძე (29 ქულა).

მოსწავლეები შემდეგი ტურისთვის ემზადებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203