წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს ქოუჩ-ტრენერი დააკვირდა
24-02-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით, საინტერესო და საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად ერთვებიან. სკოლა ასევე ნაყოფიერად თანამშრომლობს საბაზისო პროგრამასთან. 

პროგრამის ფარგლებში სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ქოუჩ-ტრენერი, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - იაგორ ბალანჩივაძე სტუმრობდა. ის V კლასის (მასწავლებელი დარეჯან ლაჭყეპიანი), V კლასის (მასწავლებელი დოდო ხაჩიძე), IV კლასისა (მასწავლებელი ირმა გურეშიძე) და III კლასის (მასწავლებელი აზა ნაფეტვარიძე) მოსწავლეებსა და პედაგოგებს გაკვეთილზე დაესწრო და სასწავლო პროცესს დააკვირდა. 

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და შესაძლებლობები გამოავლინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილების შემდეგ პედაგოგებმა ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია გააკეთეს და სტუმრისგან უკუკავშირი მიიღეს.

„წარმატებებს ვუსურვებთ პროექტსა და ჩვენს პედაგოგებს!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი შეხვედრები და გაკვეთილები მოსწავლეთა ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203