ყვარლის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები გამართეს
24-02-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებულ გაკვეთილებს, პროექტებსა და აქტივობებს ატარებენ.

ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე (მასწავლებელი - ეკატერინე ავაზაშვილი) პრეზენტაცია წარადგინეს. მათ ა.ს.პუშკინის, მ.ი. ლერმონტოვის, ა.ს.ესენინისა და ვ.ვისოცკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა საინტერესო პლაკატები მოამზადეს, რომლებზეც აღნიშნულ მწერალთა ბიოგრაფია და საინტერესო ინფორმაციები დაიტანეს.

აღსანიშნავია, პრეზენტაციას კლასის ხელმძღვანელი - პედაგოგი ეკატერინე მირზიკაშვილი ესწრებოდა.

„ლიტერატურის როლი ყოველთვის უმნიშველოვანესია მოსწავლეებში ესთეტიური გრძნობების, ემოციების, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203