„ოქროს ასოებით იწერება გვარას საჯარო სკოლის ისტორია...“ - სკოლის მორიგი წარჩინებული კურსდამთავრებული ოქროს მედლით დაჯილდოვდა
24-02-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლას, არაერთი წარჩინებული და წარმატებული მოსწავლე აღუზრდია, მათ შორისაა მარიამ მეგრელიძე.
მარიამს, წარჩინებული მოსწავლეობისთვის ჯილდო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიანიჭა.
კურსდამთავრებულს, დამსახურებული მედალი და სიგელი, სკოლამ გადასცა.
„ოქროს ასოებით იწერება გვარას საჯარო სკოლის ისტორია...კიდევ ერთი ოქროსმედალოსანი აღიზარდა ცოდნის ამ ტაძარში. დიდი სიყვარულითა და სიამაყით ულოცავენ ამ საპატიო ჯილდოს მარიამ მეგრელიძეს სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩაძე, სასწავლო ნაწილის უფროსი ნანული პაპუნაიშვილი, კლასის ხელმძღვანელი მზია გოხიძე და მთელი პედაგოგიური კოლექტივი, რომელთა შორის მარიამის ბებია, ინგლისური ენის მასწავლებელი, ქალბატონი მარინა ღონღაძეცაა. კვლავაც მრავალი წარმატება ვუსურვოთ მარიამს მშობლიური სკოლისა და ქვეყნის სასახელოდ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს