„საბჭოთა ოკუპაცია“ - ეკის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
24-02-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თემატური ღონისძიება „საბჭოთა ოკუპაცია“, ჩატარდა, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი შორენა ხურცილავა ხელმძღვანელობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მსვლელობისას პრეზენტაციები ეკის საჯარო სკოლისა და სენაკის ქართულ-ევროპული სკოლის მოსწავლეებმა წარადგინეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს იუნკერების თავგანწირვაზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ბოლოს საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.
შეხვედრა ეკის სკოლის დირექტორმა, ლელა სიჭინავამ შეაჯამა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს