ჭარნალის საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
24-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი.
23 თებერვალს, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. თამაშში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული გუნდი ღირსეულად და დიდი მონდომებით იბრძოდა გამარჯვებისთვის, საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა მე-10 კლასის გუნდმა.
სკოლა ნიჭიერ მოსწავლეებს სამომავლო წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს