„ვინ უკეთ იცის მათემატიკა“ - ხიხაძირის საჯარო სკოლაში ვიქტორინა გაიმართა
24-02-2023

23 თებერვალს, სერგო ჯაიანის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირის საჯარო სკოლაში მათემატიკაში ვიქტორინა ჩატარდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცის მათემატიკა“ მიზნად ისახავდა მათემატიკით დაინტერესების წახალისებას, მოტივაციის ზრდას, გუნდური მუშაობის ჩვევების განმტკიცებას, შემეცნებითი თვალსაწიერის გაფართოებასა და ლოგიკური აზროვნების სტიმულირებას. 

ვიქტორინის ფორმატით პასუხებისთვის განსაზღვრული იყო ერთი წუთი. ყოველი კითხვა ჩნდებოდა ეკრანზე და წარედგინებოდათ მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ ხიხაძირის საჯარო სკოლის IX, X და XI კლასის მოსწავლეები.  

დავალებები მოამზადა და ვიქტორინას უძღვებოდა ხიხაძირის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი დიდარი ჯაიანი. 

ვიქტორინამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია. კაპიტნების უმეტესობამ წარმატებით გაართვა თავი ბლიც-კითხვების რაუნდს.   

ხიხაძირის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგ დიდარი ჯაიანს, IX, X და XI კლასის მოსწავლეებს, ჟიურის წევრებსა და ვიქტორინის ორგანიზებაში მონაწილე ყველა პირს - ღონისძიების საინტერესოდ წარმართვისათვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203