ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნონა გოგიტიძემ III კლასში, კონსტრუქტივისტულ - დიფერენცირებული მიდგომების გამოყენებით, სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა
24-02-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარება და ცოდნის ამაღლება პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში პედაგოგებთან შეხვედრები ტარდება, სადაც გეგმავენ საგაკვეთილო პროცესს, ასევე ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

ამჯერად, სკოლაში მასწავლებლებმა სამუშაო შეხვედრის შემდეგ დაგეგმილი აქტივობების განხორციელება დაიწყეს.

პედაგოგმა - ნონა გოგიტიძემ III კლასში მათემატიკაში სამოდელო გაკვეთილი კონსტრუქტივისტულ - დიფერენცირებული მიდგომებით ჩაატარა. მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, ცოდნა გამოავლინეს და ახალი უნარები შეიძინეს.

„გაკვეთილი საინტერესო, აქტიური და მიზანზე ორიენტირებული იყო. დაგეგმილი აქტივობები შეფასდა სხვადასხვა კომპონენტით. მასწავლებელს გავუზიარეთ უკუკავშირი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203