საფარლოს საჯარო სკოლას სარაგბო ინვენტარი გადაეცა
24-02-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლა სარაგბო ინვენტარით აღიჭურვა. 

გზავნილმა განსაკუთრებით მოსწავლეები გაახარა, მათ ინვენტრარის განთავსებაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. 

სკოლაში განათლების სამინისტროსა და დმანისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს - მაია ხმალაძეს მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ახლა კი, სკოლის მოსწავლეები რაგბის უსაფრთხო, აქტიურ, სახალისო ვარჯიშ-თამაშებს, ახალი ინვენტარის დახმარებით, შეასრულებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203