ხულგუმოს საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი შესთავაზა
24-02-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგომოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და მათი ცოდნისა და უნარებიც განვითარებას სხვადასხვა აქტივობით, ღონისძიებით თუ პროექტით ცდილობენ.
მათ შორის, მე-7 კლასში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, დიანა ტოპალიანმა თემაზე - ხელოვნების ჟანრები ღია გაკვეთილი ჩაატარა.
პედაგოგმა სასწავლო პროცესის დროს საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები, აქტიურად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, როგორც დამსწრეებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.