
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებისა და განვითარების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.
ამჯერად, V კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სალომე ლორთქიფანიძემ სამოდელო გაკვეთილი თემაზე - „მესარკე“ ჩაატარა.
გაკვეთილის მიზანი წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება იყო. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე იმსჯელეს და დასკვნები გამოიტანეს.
„გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები გამოვიყენე, მოტივაციის გაღვივებისთვის კი „საიდუმლო ყუთი“, პერსონაჟის რუკა, პარალელების გავლება, გრამატიკული ნაწილი და უამრავი სხვადასხვა აქტივობა“,- აღნიშნავს პედაგოგი.
აქტივობების დანიშნულება გაკვეთილზე აღნიშნული მიზნების შესრულება იყო. თითოეულო მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში. მათ თავი დავალებებს ყოჩაღად გაართვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
სამოდელო გაკვეთილს სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრებოდა.
მსგავსი მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: