„ჩრდილების თეატრი“ ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
23-02-2023
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, მეხუთეკლასელებმა საოცარი წარმოდგენა - „ჩრდილების თეატრი“, მოაწყვეს.
წარმოდგენა კომპლექსური დავალების ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ხელოვნების მასწავლებელი გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა ნამუშევრის გაზიარება სხვა მოსწავლეებისთვისაც გადაწყვიტეს, წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონებაც დაიმსახურა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საინტერესო დავალებები, რომლებიც მოსწავლეებს კრეატიულ აზროვნებასა და შემოქმედებით უნარებს უვითარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს