თბილისის N141 საჯარო სკოლას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი დვალაშვილი ესტუმრა.პროფესორმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თავისი ნაშრომი - „იმერეთის 100 ძეგლი” წარუდგინა
როგორც სკოლაში ამბობენ, მისი ვიზიტის მიზანი იყო მომავალი თაობისთვის გაეცნო რამდენად მრავალფეროვან ბუნებრივ და კულტურულ სიმდიდრეებს ვფლობთ, რა მნიშვნელობა აქვს, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, მსოფლიოს მასშტაბით.
ვიზიტმა ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეები სტუმარს დიდი ინტერესით უსმენდნენ, მათ საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
„მადლობა ჩემს მოსწავლეებს ყურადღებისთვის, ინტერესისთვის. როგორც ბატონო გიორგი იტყოდა, კიდევ ბევრია სანახავი და სასწავლი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: