მირაშხანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაასრულეს 
23-02-2023
ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე პროფესიონალი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, პირველი კლსის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა დაამთავრეს, რასათან დაკავშირებითაც კლასში საზეიმო აქტივობა გაიმართა. მასწავლებელი მინადორა აბაშიძე შეეცადა ბავშვებისთვის კარგი განწყობა შეექმნა. მან პატარებთან ერთად, სხვადასხვა თემატური ბარათი დაამზადა. ღონისძიებაზე იყო იებით მორთული ტორტიც. 

აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ანბანის სწავლის დასრულება სიხარულით აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203