თბილისის N143 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ
23-02-2023
თბილისის N143 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა სახის აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, 1-ელი2 კლასის მოსწავლეები, პროექტ - „კულტურული მემკვიდრეობის“ ფარგლებში, მშობლებთან ერთად, ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ. მათ გამოფენა დაათვალიერეს, ნახეს ფილმი, ანდაზები გამოიცნეს და პროგრამას - „ქართული ანბანის საიდუმლო“ დაესწრნენ.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარეს.