ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს პროდუქტითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარნენ
23-02-2023
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სოციალური პასუხისმგებლობით გამირჩევიან.
ამჯერად, ისინი ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს პროდუქტით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დაეხმარნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ოჯახში 4 მოსწავლე ცხოვრობს.
საქველმოქმედო აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. გარდა ამისა, პედაგოგები მათ სხვების დახმარებასა და გულისხმიერებას ასწავლიან.