არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბიზნესფორუმზე საინტერესო პროექტი წარადგინეს
23-02-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლა-ბიზნესის ფორუმში მონაწილეობდნენ და თავიანთი პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ურთიერთთანამშრომლობისათვის წარუდგინეს.

ფორუმი ბორჯომში, 15 თებერვალს გაიმართა. ფორუმში რეგიონის სკოლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.

ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამისა  და  PH International-ის პროგრამის ფარგლებში მოეწყო. შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში ორგანიზებას უწევს, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.

მოსწავლეებმა თავიანთი პროექტები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინეს, მთავარ მიზანს კი, ურთიერთთანამშრომლობა წარმოადგენდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203