ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ
23-02-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლა, საინიციატივო ჯგუფმა - „მთიელი წიგნები“, სხვადსხვა საინტერესო წიგნებით დაასაჩუქრა.
მოსწავლეებისთვის ეს ძალიან სასიამოვნო საჩუქარი იყო, გაეცნენ სხვადსხვა მწერლის შემოქმედებას, მათთვის საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებები თანაკლასელებს გაუზიარეს...
„მთიელი წიგნების“ ჯგუფის მიერ მინიჭებული სიხარული მოსწავლეებმა, ერთად გაიზიარეს და მოტივირებულნი არიან, რაც შეიძლება მალე წაიკითხონ ნაჩუქარი წიგნები.
„ლენჯერის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის „მთიელი წიგნებს“, იმ დიდი სიხარულისთვის რაც ჩვენს პატარებს მიანიჭა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს