ვაქირის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ლიკა მოსაშვილის წარმატება სასწავლო ოლიმპიადაში
23-02-2023
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადსხვა სახის კონკურსებსა და ოლიმპიადებში და წარმატებითაც ასპარეზობენ.

ამჯერად, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ლიკა მოსაშვილმა, წარმატებით გადალახა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური ინგლისურ ენაში (85%).

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

სკოლა აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა გააქტიურებასა და მათი სხვადსხვა საინტერესო პროექტში ჩართვაზე, რადგან ყოველივე ეს უმაღლებთ მოტივაციას, უჩენთ წარმატებისკენ სწრაფვის სურვილს და კონკურენტუნარიან გარემოში თავის წარმოჩენის უნარებს უვითარებთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203