წნორის N3 საჯარო სკოლაში ჭადრაკში ჩემპიონატი ჩატარდა
23-02-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N3 საჯარო სკოლაში, სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატი ჩატარდა, რომელიც სკოლის დირექციისა და თვითმართველობის წარმომადგენლის - ნიკოლოზ ქილიტაურის ორგანიზებით მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრში მონაწილეობდნენ VII, IX და X კლასის მოსწავლეები, რომლებმაც დაფებთან იდეალური თამაში აჩვენეს და შესანიშნავი გამოცდილება მიიღეს.

ხუთი პარტიის შემდეგ მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, საპრიზო I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები:

  • გიორგი მოსულიშვილი;
  • შალვა მოსულიშვილი;
  • გიორგი მახარაშვილი.

თანაბარი ქულების მქონე მოთამაშეებს შორის პრიზიორები, ფიდეს ოფიციალური წესდების მიხედვით გამოვლინდნენ.

დღის ბოლოს მოთამაშეებს  სკოლის ჯილდოები დირექტორმა ეკატერინე კოზაკიშვილმა და ტურნირის მთავარმა არბიტრმა ნიკოლოზ ქილიტაურმა გადასცეს!

„მადლობას ვუხდით ტურნირის ორგანიზატორებს: ეკატერინე კოზაკიშვილსა და ნიკოლოზ ქილიტაურს და მონაწილეებს: გიორგი მახარაშვილს, შალვა მოსულიშვილს, გიორგი მახარაშვილს რატი ტუხაშვილს, ნიკა კუტიბაშვილს… და ქალბატონ ნინო ჩალახელაშვილს დასწრებისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203