ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლის - მარიამ ტუღუშის სპორტული წარმატება
23-02-2023
ბათუმის N13 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - მარიამ ტუღუშის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. მარიამი ხმლით მოფარიკავე გოგონათა საქართველოს ნაკრების წევრია. საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა ბათუმში გამართულ იუნიორთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლის მორიგი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

ხმლით ფარიკაობაში გოგონათა შორის იუნიორთა მსოფლიოს თასს 18 და 19 თებერვალს ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

ფინალური შეხვედრა საქართველოსა და უზბეკეთს შორის გაიმართა და დასრულდა ანგარიშით 41:45 - უზბეკეთის სასარგებლოდ.

ფარიკაობის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საბოლოო შედეგები კი ასე გადანაწილდა :

I ადგილი - უზბეკეთი;
II ადგილი - საქართველო;
III ადგილი - თურქეთი.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203