საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი საბჭოთა ოკუპაციის კვირეულს შეუერთდა
23-02-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „Peak Of Changes/ცვლილებების პიკი“ პროექტის - „კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში გამოცხადებულ საბჭოთა ოკუპაციის კვირეულში ჩაერთო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამოქალაქო განათლების კლუბის ორგანიზებით, „გალერიის მეთოდის“ გამოყენებით, ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალის, ომის გმირების, შედეგებისა და მნიშვნელოვანი ისტორიული პერსონაჟების გამონათქვამების გამოფენა ჩატარდა.

მოსწავლეები გაეცნენ გამოფენაზე არსებულ მასალებს, შემდეგ კი გამართეს დისკუსია იმ ფაქტის, პიროვნების თუ ისტორიული მომენტის შესახებ, რომელმაც მათი ყურადღება მიიქცია. ბოლოს, კი დაწერეს თუ რას ნიშნავს მათთვის თავისუფლება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203