ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეთა შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური - მე-8 კლასელებმა ნახეს თუ როგორ ხდება წყლის სინჯის აღება და ხარისხის შემოწმება
23-02-2023

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“ მასწავლებლები მოსწავლეებს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო ღონისძიებებს, აქტივობებსა თუ პროექტებს სთავაზობენ. მოსწავლეებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი და სხვებსაც ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ამჯერად, „გორდას“ მე-8 კლასელებმა, პროექტის - „გავუფრთხილდეთ ბუნებას!“, ფარგლებში, წყლის დაბინძურების გზები, გაწმენდის ხერხები და ანალიზის მეთოდები შეისწავლეს.

მოსწავლეები „ბათუმის წყალს“ ესტუმრნენ და ნახეს, თუ როგორ ხდება წყლის სინჯის აღება და წყლის ხარისხის შემოწმება.

„წაკითხულს რომ თვალით ნანახი სჯობს, არახალია. დამხმარედ „ბათუმის წყალი“ გამოჩნდა. არ დაიზარა ბატონმა გიორგი სირაძემ “ბათუმის წყალის“ პიარ-მენეჯერმა და შეხვედრის ორგანიზება ითავა. ადგილზე მისულებს კი, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის უფროსმა/ ხარისხის მენეჯერმა ლანა კეკუტიამ, წამყვანმა ბაქტერიოლოგმა მაია სალუქვაძემ და ლაბორანტმა მაია კეკელიძემ გვიმასპინძლეს. ბავშვებმა უშუალოდ ნახეს, როგორ ხდება წყლის სინჯის აღება და მერე წყლის ხარისხის შემოწმება.

შეხვედრის ბოლო აკორდი „ბათუმის წყალის“ გენერალურ დირექტორთან, ბატონ ალექსანდრე მჟავანაძესთან შეხვედრა იყო, ბავშვებმა ისაუბრეს წყლის მნიშვნელობაზე. ბატონი ალექსანდრე კი მათ ორგანიზაციის ყოველდღიურობასა და სამომავლო გამოწვევებზეც ესაუბრა, თან მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. მადლობა „ბათუმის წყალის“ ყველა თანამშრომელს მათი შრომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203