ივანდიდის საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული მეგი შვანგირაძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა
23-02-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლას, არაერთი წარმატებული და ფრიადოსანი მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა სკოლის კურსდამთავრებული მეგი შვანგირაძე.

მეგის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მინიჭებული დამსახურებული ჯილდო - ოქროს მედალი და სერტიფიკატი, სკოლის მ/შ დირექტორმა ლია ჩიხლაძემ გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მედლის გადაცემის ცერემონიალი სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით გაიმართა, რათა მიღებული ჯილდო მომავალში გახდეს მოტივაციის ამაღლებისა და მათი წარმატებისკენ სწრაფვის მიზეზი.

მეგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის უნივერსიტეტშიც ბრწყინვალედ აგრძელებს თავისი ცოდნისა და უნარების წარმოჩენას.

„ვულოცავთ, დამსახურებულ ჯილდოს მეგის, მის ოჯახს, განსაკუთრებით დედას - ქალბატონ ელიზას. ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც. გვჯერა, ის იქნება ერთ-ერთი იმათთაგანი, რომლებითაც ჩვენი სკოლა ამაყობს და მომავალშიც იამაყებს.

სკოლას კი - ბევრი ოქროს მედალოსნის და წარმატებული ადამიანების „სამჭედლოს“, ტიტული ეტარებინოს მუდამ“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203