წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეთა მორიგი შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება 
23-02-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ კომპლექსურ დავალებებს სთავაზობენ. 

ამის მაგალითია, სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური დავალება თემაზე - „შვლის ნუკრის ნაამბობი“. 

დავალების მე-3 ეტაპზე მოსწავლეებმა ნაწარმოებიდან მოიძიეს და ამოიწერეს სინონიმები, ომონიმები. შექმნეს რუკა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად გამოავლინეს.

ბავშვებმა ასევე საკუთარი თვალით დანახული შველი და შვლის ნუკრი დახატეს. ბოლოს კი საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს ავითარებს და მრავალფეროვანი გაკვეთილები მათ მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203