„გარდატეხის პერიოდი და მავნე ჩვევები“ - საინტერესო ღია გაკვეთილი ყაურმის საჯარო სკოლაში
23-02-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში, არაერთი საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა ეწყობა, რაც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.
22 თებერვალს, მე-7 კლასში, მორიგი საინტერესო, ღია გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „გარდატეხის პერიოდი და მავნე ჩვევები“.
გაკვეთილს მასწავლებელი არევიკ სირაკანიანი ხელმძღვანელობდა.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე საუბარი, გადაჭრის გზების განსაზღვრა და მათი ცნობიერების ამაღლება.