
ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეებმა სიკეთის სპონტანური გამოვლინების დღე აღნიშნეს და მთელი სასკოლო საზოგადოება სიკეთის სამყაროში ამოგზაურეს.
მოსწავლეებმა ლოზუნგით - „სიკეთე გადაარჩენს მსოფლიოს“ არაერთი კეთილი საქმე გააკეთეს, დააპურეს უპატრონო ძაღლები, სასკოლო თემში დაარიგეს ტკბილეული, ასევე დაამზადეს პლაკატები და სხვებსაც სიკეთის კეთებისა და გამოხატვისკენ მოუწოდეს.
სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღე 17 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო: