ქვემო მახოს საჯარო სკოლის პირვეკლასელთა პირველი ღია გაკვეთილი - მოსწავლეები ანბანს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ
23-02-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეების ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებენ. ისინი მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას ადრეული ასაკიდანვე უღვივებენ. 

ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ანბანს შეისწავლიან - გაკვეთილები მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებითა კლასში პირველი ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი მიზანი მოსწავლეებში კითხვის უნარ-ჩვევებისა და ზეპირსიტყვიერების განვითარება იყო.  

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პრეზენტაციები მოამზადეს.

„პატარა პრეზენტატორებმა მშვენივრად გაართვეს თავი დავალებებს, შევადგინეთ  „აზრობრივი რუკა“ და ვნახეთ, რომ დედამიწაზე ბევრნაირი ქვეყანა არის - ზოგი უწყლო, ზოგი უხვწყლიანი და ზოგიც ყინულოვანი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს მაინც ვერცერთი ვერ შეედრება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

გაკვეთილი საინტერესო, ინფორმაციული და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული იყო. მოსწავლეებმა ცოდნა აიმაღლეს, გახალისდნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„თქვენ ჩვენი სამშობლოს საამაყო მომავალი თაობა ხართ ბავშვებო და ძალიან გვიყვარხართ“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203