
მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, საინტერესო პროექტები მიმდინარეობს. სკოლაში ასევე აქტიურად ტარდება საგანმანათლებლო და ინფორმაციული შეხვედრები.
ამჯერად, სკოლაში შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის თემა - „გააკეთე კარგი საქმე“ იყო. მისი მიზანი მოსწავლეთა კარგი საქმის კეთების წახალისება და ამით სხვებისთვის დადებითი თვისების მინიჭება იყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა იმსჯელეს თუ როგორი გრძნობაა კარგი, კეთილი საქმის კეთება. ასევე განიხილეს თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ გარშემომყოფებს მათ კეთილ ქცევებზე.
„შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. სასიამოვნო იყო მოსწავლეთა ემოციების გაზიარება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი პროექტები და შეხვედრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. ისინი ეჩვევიან კეთილი საქმის კეთებას, უვითარდებათ სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევები, რაც სამომავლოდ დაეხმარებათ.
იხილეთ ფოტოები: