წერეთელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში როლურ თამაშებს სთავაზობენ
23-02-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა საინტერესო და მოსწავლეთა სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას.

აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით მე-10 კლასში, გუნდურობაზე დამყარებული როლური თამაში „აეროდრომი“, ჩატარდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამაში ჩართულობისა და გამოცდილების გაზიარებისკენ იყო მიმართული.

მოსწავლეებისათვის აქტივობა ძალიან სახალისო, საინტერესო და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203