ფაჩხის საჯარო სკოლის პედაგოგები მსოფლიოს მასწავლებლების პრაქტიკას იზიარებენ
23-02-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის პედაგოგები, მუდმივად მუშაობენ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე, იზიარებენ კოლეგების გამოცდილებებს და სიახლეებისკენ მიისწრაფვიან.

სწორედ ამ მიზნით, ფაჩხის საჯარო სკოლის მასწავლებლები აქტიურად არიან Global FRiends Club GFC  და internacional Intership universiti IIU-ში ჩართულნი, იზიარებენ მსოფლიო პედაგოგების პრაქტიკას და მათ მაგალითზე, სასწავლო პროცესს ახალი მიდგომებით წარმართავენ.

აღსანიშნავია, წარმატების გზამკვლევი და შემოქმედ პედაგოგთა კლუბი, რომელებიც აწყობენ კონფერენციებს მეტად აქტიურ საკითხებზე, რაც პედაგოგებს ახლის ძიებასა და დანერგვაში ეხმარება.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა განვითარება და მოტივირებულობა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

სკოლის დირექცია აქტიურებისა და მოტივირებულობისთვის მათ მადლობას უხდის და წარმატებას უსურვებს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203