„გზა წარმატებისკენ“ - წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო როლური თამაში
23-02-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და სახალისო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოზარდების მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება.

ამის მაგალითია, X კლასში განტვირთვისათვის ჩატარებული როლური თამაში, რომელმაც მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განსაკუთრებით სახალისო გახადა. პედაგოგმა მოსწავლეებს სიმულაცია -  „გზა წარმატებისკენ“ შესთავაზა. 

მოსწავლეები თამაშში ინტერესით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203