ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოვლის მოსვლით გამოწვეული სიხარული დირექტორთან და მასწავლებლებთან ერთად გაიზიარეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში პედაგოები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ.ისინი საინტერესო აქტივობებში მოსწავლეებთან ერთად ერთვებიან და ამით ბავშვებს მოტივაციას უმაღლებენ.
ამჯერად, სასკოლო საზოგადოება თოვლის მოსვლისგან გამოწვეულმა სიხარულმა გააერთიანა. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად, თოვლის ბაბუა გააკეთეს, რომელიც ლამაზად შემოსეს.
ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავს აქტივობებში მოსწავლეებთან ერთად დირექტორისა და მასწავლებელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია - ისინი ერთმანეთს მეტად უახლოვდებიან, უმეგობრდებიან და ბავშვებს კი სწავლის მოტივაციაც უმაღლდებათ.
იხილეთ ფოტოები: